ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 14.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №469
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.020785
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 906 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 22.12.2025 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 21.10.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 17.02.2015 შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 24.10.2019 საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 12.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №469 2018 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შეიქმნას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – კომისიის წევრი; გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი; ე) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე – კომისიის წევრი; თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი  მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი; ი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; ო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; პ) სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი; ჟ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი; რ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი; ს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი; ტ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი – კომისიის წევრი; უ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი – კომისიის წევრი (კომისიის მდივანი); ფ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი – კომისიის წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 დაევალოს კომისიას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა საქართველოს მთავრობისთვის 2018 წლის ბოლომდე. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. კომისიის მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია. მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანა და უფლებამოსილება 1. კომისიის ამოცანაა: ა) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის  შექმნის  მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა,  ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება; გ) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი; დ) ტერორიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციის მომზადება. 2. კომისია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით. 3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს კომისიის მოთხოვნა. 4. კომისია ვალდებულია, შეიკრიბოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობა 1. კომისიას  იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის ერთ-ერთი წევრი. 2. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს. 4. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას, ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ კომისიის წევრებს. ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის კომისიის სხდომის დღის წესრიგს, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. სამდივნო ასევე უზრუნველყოფს კომისიის მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას. 5. კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს კომისია. 6. კომისიის წევრი უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარეს კომისიის სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. 7. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 8. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 9. კომისიის წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე. 10. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბარად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 11. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა წევრი და მდივანი.