"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის #05/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება №599/ძ |
|
2018 წლის 13 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის თანდართულ დებულებაში (დანართი №3)“ ამოღებულ იქნეს მე-9 და მე-10 მუხლები.
2. ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის თანდართულ დებულებაში (დანართი №4)“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ და „82“ მუხლები:
„მუხლი 81
სამსახურის სტრუქტურული ერთეულია:
1. სახელოვნებო განათლების განყოფილება.
2. სახელოვნებო განათლების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სახელოვნებო განათლების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ბ) სახელოვნებო სკოლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა შემოქმედთა და განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) სახელოვნებო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბაზის სრულყოფა და სისტემატიზაცია;
დ) სახელოვნებო სფეროში ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში (კონკურსებში, გამოფენებში, კონფერენციებში და სხვა) აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა შემოქმედთა და განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
1. სამსახურში არსებულ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, წყვეტს განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს განყოფილების მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობას;
დ) ვიზირებით ადასტურებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებსა და პროექტებს;
ე) პერიოდულად ისმენს ანგარიშს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან განყოფილების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, ასევე მათი წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე.“.
3. განყოფილების უფროსი განყოფილებისა და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილის და სამსახურის უფროსის წინაშე.“.
|