ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2018 წლის 19 სექტემბერი ქ. ნინოწმინდა |
2. დადგინდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად.
|
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი.
3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით ან სეზონურად, მათ შორის კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.
2. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.
3. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
4. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
5. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153³ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
დანართი 2
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის
ეძლევა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მიმღები და მისამართი
საფუძველი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მოქმედების ვადა
------------------------------------------------------ დან
------------------------------------------------------ მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამსახურში
სანებართვო პირობები:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მუნიციპალიტეტის მერი: ნებართვის მიმღები:
----------------------------/სახელი/გვარი/ ----------------------------------
ბეჭდის ადგილი
ნებართვა გაცემულია -------------- წელს.