კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება №02/54
2018 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების (ოქმი №16; საკითხი №1) და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ქ. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქ. №13-ში მდებარე „საცხოვრებელ სახლს“.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 2 ივლისის №2/146 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და ბრძანების დანართის რიგითი ნომერი „2“-ის – „საცხოვრებელი სახლი“ – ბრძანების დანართიდან ამოღება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისა და ამ ბრძანების მეორე პუნქტში მითითებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №52).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე