საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 2 ივლისის №2/146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს გენერალური დირექტორი ს
ბრძანება №02/56
2018 წ ლის 21 სექტემბერი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 2 ივლისის №2/146 ბრძან ე ბაში ცვლილების შეტან ის შესახ ე ბ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის რეკომენდაციის საფუძველზე, (ოქმი № 16; 2018წ.) „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 2 ივლისის № 2/146 ბრძანებაში შეტანილ იქნ ე ს ცვლილება ბრძანების დანართის რიგითი №2 ობიექტის მონაცემების ამოღებით და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების უზრუნველყოფა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №52).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
| № | ფოტო | სახელწოდება | ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
|
სინაგოგა |
ქ. ბათუმი, 9 მარტის ქ.№6 |
არქიტექტურის |
XIX-XX სს-ის მიჯნა
|
| 2. |
|
წარჩეს ციხე |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გალის რაიონი, სოფ. წარჩე |
არქიტექტურის |
ადრეული შუა საუკუნეები |