ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩის შესახვევისთვის მუსიკოსის ოთარ რამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №292
2018 წლი ს 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩის შესახვევისთვის მუსიკოს ოთარ რამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1.საქართველოს ორგანული კანონის,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის , „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩის შესახვევს (შესახვევი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ქუჩად) მიენიჭოს მუსიკოსის ოთარ რამიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ო თხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში , შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე