ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ე. წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №30 1
2018 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ე. წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, ე. წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს მიენიჭოს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე