⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.08.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2018
ძალის დაკარგვა 30.08.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016381
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,292 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2018 მიღება
30.08.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 2
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
რიგითი № ფორმის დასახელება
რაოდენობა
ოქმის-საჯარიმო ქვითარის ინდივიდუალური ნომერი სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №77 2018 წლის 26 სექტემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ‘ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2-ის მიხედვით; ბ) საჯარიმო ქვითრის ფორმა, დანართი №3-ის მიხედვით; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითარის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №4-ის მიხედვით; დ) დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №5-ის მიხედვით; ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №6-ის მიხედვით; მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №40 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი №1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. 3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის  დამზადება და მომარაგება 1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ოქმი და საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მესამე კატეგორიის – „მარტივი ტიპის “ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. ოქმისა და საჯარიმო ქვითრების მომარაგებას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად . ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას ხონის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში . 3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“ , ზედა ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია . ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური ) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან , რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ , ნუმერატორით მითითებული ნომრით . ოქმზე მიეთითება სერია „აო “, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს , ხოლო საჯარიმო ქვითარზე მიეთითება სერია „სჯ“ , რომელიც აღნიშნავს საკუთრივ საჯარიმო ქვითარს . ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან ) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება ინიციალებით . 4. წინამდებარე წესის მე -5 მუხლის მე -3 პუნქტისა და მე -6 მუხლის მე -4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით , იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე ოქმი მზადდება 3 ეგზემპლარად , ხოლო იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი მზადდება 2 ეგზემპლარად . 5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს , რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა . მინდობილობა (რწმუნებულება ) ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ -ერთ საჯარო მოსამსახურეს . მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამისი მოხსენებითი ბარათით ხონის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე , სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული ) მიღება -ჩაბარების აქტით . მუხლი 3🔗. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა და დაბრუნება 1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე (შემდგომში – სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 2. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნლის ფორმა განისაზღვრება თანახმად №4 დანართისა. 3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორით ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებზე გაცემას, ხონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა), ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს მერიის ერთ- ერთ საჯარო მოსამსახურეთაგან ბრძანებით განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის მერი. 5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ხონის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4🔗. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა 1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. ოქმები და საჯარიმო ქვითრები სამსახურებზე გადაცემამდე ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სამსახურებზე გადაცემული ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება სამსახურის უფროსთან. 5. თუ ადმინისტრაციული ოქმის შედგენაზე (საჯარიმო ქვითრის გამოწერაზე) უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი, მაშინ ოქმების მიღება, შენახვა და დაბრუნება ხორციელდება მის მიერ შესაბამისი სამსახურის უფროსისაგან ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში, რომლებსაც აწარმოებს შესაბამისი სამსახურის უფროსი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით, არსებობის შემთხვევაში, დამოწმებული). მუხლი 5🔗. ოქმის შევსება და წარმოება 1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით . ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით . დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი , ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც ოქმის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზების მითითებით, იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ ოქმის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი ). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული ) ოქმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი . ჩამოწერილი ოქმები და საჯარიმო ქვითრები , რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი , უკლებლივ , ყოველი თვის ბოლოს, სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით , ხონის მუნიციპალიტეტის მერიის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება ) პასუხისმგებელ პირს . 2. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად . 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად . შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს , რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი . ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში , ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სხვა შესაბამის ორგანოში . 4. ოქმი , მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა , თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ , დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული ) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს ), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე . მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის შევსება და წარმოება 1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში , როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას და სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას , ხოლო საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს . 2. საჯარიმო ქვითრის ნიმუში (დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან : ა ) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი ; ბ ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა . 3. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით . საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით . დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში , ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი , ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზების მითითებით , იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ საჯარიმო ქვითრის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი ). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული ) საჯარიმო ქვითრები უკლებრივ , ყოველი თვის ბოლოს, სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით , ხონის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება ) პასუხისმგებელ პირს . 4. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად , რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში , რომლის წარმომადგენელმაც განახორციელა მათი შევსება , ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს . 5. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ , ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . 6. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოსამსახურე , გარდა მე -10 პუნქტისა . 7. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანი პირის მიერ I ნაწილის შესაბამისად . 8. საჯარიმო ქვითარი , მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა , თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ , დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული ) წიგნში . მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმისა ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და სჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №6) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი, თუ მის შედგენაზე უფლებამოსილ პირად არ არის განსაზღვრული მოცემული სამსახურის უფროსი. ჩამოწერის აქტს, ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემის შემდეგ, ხელს აწერს აგრეთვე ეს პასუხისმგებელი პირი, თუ იგი ადასტურებს ჩამოწერილი ფორმების სისწორეს. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ხონის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0000000000 1. ოქმის შედგენის თარიღი, ადგილი: ______________________________________________________                                                                                              (რიცხვი, თვე, წელი, მისამართი) 2. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: ____________________________________________________________________________ 3. სამართალდამრღვევის მონაცემები: ________________________________________________                                                                   ფიზიკური პირი (სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი) _______________________________________________________________________________ იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და   საიდენტიფიკაციო კოდი) 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ 5. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ________ მუხლის  __________ ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ___________ ლარის ოდენობით. 6. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: _______________________________________________________________________________________ 7. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება: _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ (ახსნა-განმარტებისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) 8.  სახაზინო კოდი: _______________      მოწმის ან სხვა პირის  ხელმოწერა: _______________            ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: ___________________________ სამართალდამრღვევი: _________________________________________________________________________________________ (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა) შენიშვნა: _________________________________________________________________________ სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობები და 273-ე მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.      დამკვეთი:                                                                                                  დამამზადებელი:      მისამართი:                                                                                                 სფს-ს რეგისტრაციის დანართი №3 ხონის მუნიციპალიტეტის მერია ნაწილი I საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N 00000 1.  შედგენის თარიღი:_____________________________        2. შედგენის ადგილი: ____________________________________________________                                                        (რიცხვი, თვე, წელი) 3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:   _________________________________________________________________________ _________________________________________________________________________ 4. სამართალდამრღვევის მონაცემები: ___________________________________________________________________________                    ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი) _________________________________________________________________________________________         იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი) 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ______ მუხლის______ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას__________________ლარის ოდენობით. 7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: _______________________________________________________________________________ 8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება: _________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________     (ახსნა-განმარტებისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) 9. მიმღები მოლარე: ________________          _____________________________________________________________________       (ხელმოწერა და თარიღი)                       (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)      მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა ________________________________________ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა __________________________________________ სამართალდამრღვევი: ______________________________________________________________________________________                (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა) შენიშვნა: _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა N00000 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში. 1.______________________________________________________                            (გადამხდელის სახელი, გვარი) 2.______________________________________________________                               (გადამხდელის მისამართი) 3.______________________________________________________                                      (ჯარიმის ოდენობა) 4.______________________________________________________      (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) 5.______________________________________________________                (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6.______________________________________________________                 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე: _____________________________________                                                     (ხელმოწერა) 8. შემომტანი: ___________________________________________                                                     (ხელმოწერა)                                 ბ.ა. თარიღი:  ______________________________                               (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება. მოქალაქეს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ (ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერია, მის.: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6). დამკვეთი:                          დამამზადებელი: მისამართი:                         სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №4 ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი რიგითი № ფორმის დასახელება რეგისტრაციის     ნომერი რეგისტრაციის     თარიღი ფორმის კატეგორია ოქმის ნომერი სამართალ. სუბიექტის რეკვიზიტები შენიშვნა       1         2         3           4      5     6          7      8 დანართი №5 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი № დაბრუნების თარიღი გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ აქტის ნომერი საჯარიმო ქვითრის – ოქმის დამბრუნებელი პირი დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის – ოქმის მიმღები პირი ოქმის-საჯარიმო ქვითარის ინდივიდუალური ნომერი სახელი გვარი თანამდე-ბობა ხელმოწერა სახელი გვარი თანამდე-ბობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 დანართი №6 აქტი (ფორმა) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების ჩამოწერის აქტი -------------------20    წელი № რაოდენობა ინდივიდუალური/ნომერი/ შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: