ხონის მუნიციპალიტეტის მერის და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016382
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.03.2017
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (2)
- ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ 29.03.2017
- ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ 15.12.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის მერისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის მერის და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №78
2018 წლის 26 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის მერის და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 88-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის მერის და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №9 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი 1
ხონის მუნიციპალიტეტის მერის და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗
ხონის მუნიციპალიტეტის მერის და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 3🔗
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.khoni.gov.ge) ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც.
მუხლი 4🔗
საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა.
მუხლი 5🔗
საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 6🔗
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 7🔗
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 8🔗
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
მუხლი 9🔗
საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
მუხლი 10🔗
მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.khoni.gov.ge), კანონით დადგენილ ვადაში.
დანართი 2
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა
საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) --------------------------------------------------------------------
თანამდებობის დასახელება ---------------------------------------------------------------------------------------
ფრაქციის დასახელება ----------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის დასახელება ----------------------------------------------------------------------------------------------
არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ------------------------------------------------------
საანგარიშო პერიოდი - 20___ წლის ____ დან 20 ___ წლის _________მდე.
ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) -------------------------------------------------------------------------
I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა
1. სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა ------ საკრებულოს სხდომებზე დასწრება -----
2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა ------ მ/შ დროებითი კომისიების --------
კომისიის სხდომებზე დასწრება --------- მ/შ დროებით კომისიებში ----------
3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა ------- ფრაქციის სხდომებზე დასწრება -------
4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ----- დადგენილება, ---- განკარგულება
5. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები ----------------------------------
6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა ---------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ----- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა -------
8. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები --------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) -----------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შევსების თარიღი -------------------------
წარდგენის თარიღი ----------------------
ხელის მოწერა ----------------------------
დანართი 3
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა
მუნიციპალიტეტის მერი -----------------------------------------------------------------------------------------
საანგარიშო პერიოდი - 201___ წლის ____ - დან 201 ___ წლის _________მდე.
ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) -------------------------------------------------------------------------
I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა
1. მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა: -------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მუნიციპალიტეტის მერმა საფინანოს-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მიერ ინიციირებული საკითხები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ----- დადგენილება,---- განკარგულება
8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებების და მემორანდუმების რაოდენობა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ----------- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა --------
11. მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი საკითხები)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
II. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შევსების თარიღი --------------------------
წარდგენის თარიღი -------------------------
ხელის მოწერა ------------------------