ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2018
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის, ოქმის ფორმის, ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის, გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2018 წლის 27 სექტემბერი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ონის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით, აიკრძალოს ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1).
მუხლი 3🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება განახორციელოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადმა სტრუქტურულმა ერთეულმა – ზედამხედველობის სამსახურმა.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთათვის გადასაცემი გაფრთხილების ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა უფლება-მოვალეობისა და ჯარიმის გადახდის წესის შესახებ (დანართი №2).
მუხლი 5🔗
დაევალოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე
დანართი №1
ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი
1. ეს წესი აწესრიგებს ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაყვანას სპეციალურ სადგომში.
3. ბულვარში, პარკში, სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით.
4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ სადგომში გადაყვანისა და განთავსების შემთვხვევაში ხორციელდება პირუტყვის მოვლა-პატრონობა სათანადო კვების უზრუნველყოფით.
5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
7. სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში, ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი / მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.
9. ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს.
10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს-ზედამხედველობის სამსახურს.
13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:
ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება ბულვარში, პარკსა და სკვერში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე;
ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება.
14. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2
გაფრთხილება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მე-4 ნაწილისა და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---------- წლის --- ---------- №-------- დადგენილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბულვარში და სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას, დაჯარიმდებით 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი.
მესაკუთრისათვის წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნება მოხდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 30 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების დასახელება – სახელმწიფო ხაზინა
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300323260
ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები:
გვარი, სახელი ---------------------------------, მისამართი ----------------------------------,
პირადი № -------------------------------------
გავეცანი ---------------------------------------