სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.09.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №218/04
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016345
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46<sup>5</sup>, 46<sup>6</sup>, 172<sup>8</sup> და 172<sup>9</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№218/04
2018 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე ორგანული კანონის 522 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2. სესხის გამცემი სუბიექტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
3. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4. სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
5. სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმება, მფლობელს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.
მუხლი 2🔗.
სესხის გამცემი სუბიექტის დარღვევები და სანქციები
1. სესხის გამცემი სუბიექტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების ან/და მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება:
ა) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ბ) ფინანსური ანგარიშგების დადგენილი ფორმითა ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) სესხის გამცემ სუბიექტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) ბუღალტრული აღრიცხვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
2. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა ან/და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოების შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.