📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2018
ძალაში შესვლა 01.02.2019
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2018
matsne.gov.ge 986 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.09.2018 მიღება
01.02.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ნანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის, ოქმის ფორმის, ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის, გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 01.07.2022 ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 06.04.2022 ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 29.04.2022 ხაშურის და დაბა სურამის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 04.05.2015 დ. თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 01.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54 2018 წლის 28 სექტემბერი ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აიკრძალოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებები  (დანართი №1). მუხლი 3🔗 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმების შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა – „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრმა“ (ს/კ: 433649322). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთათვის გადასაცემი გაფრთხილების ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა უფლება-მოვალეობისა და ჯარიმის გადახდის წესის შესახებ (დანართი №2). მუხლი 5🔗 დაევალოს ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის მერიას განათავსოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მერის წარმომადგენლების მეშვეობით მოსახლეობას გააცნოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №30 დადგენილება (სსმ, №16, 25/08/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.000431). მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივლადიმერ ნანაძე დანართი №1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. ეს წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. 2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. 3. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. 4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის – „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ მიერ ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. 5. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 7. იზოლირებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, გამოცხადდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრში“ და წარადგინოს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. 9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. 10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრს“. 13. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია: ა) არ დაუშვას წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე; ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება. დანართი №2 გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის №54 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში) წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას, დაჯარიმდებით 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისთვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი. მესაკუთრისთვის წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნება მოხდება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 30 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელება – სახელმწიფო ხაზინა საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა შემოსავალი სანქციებიდან /ჯარიმები და საურავები/ მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრს“ შემდეგ რეკვიზიტებზე – მისამართი: ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №76). ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები: გვარი, სახელი ---------------------------------, მისამართი ----------------------------------, პირადი № ------------------------------------- გავეცანი ---------------------------------------