კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2018
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2018 წლის 27 სექტემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტების შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1-ის შესაბამისად).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე
დანართი №1
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ –
სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციას, განვითარებას და ადგილობრივი საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას, ასევე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი დამოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (სამსახურის უფროსი) და საჯარო მოსამსახურეებისგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება:
ა) შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, სანიაღვრე ქსელების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;
ბ) ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) გარე განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) შადრევნის, აუზების და საზოგადოებრივ სივრცეში განთავსებული სასმელი წყლის ონკანების მოწყობა/რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება;
ვ) კასპის მუნიციპალიტეტის საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
თ) კორესპონდენციის და მიმართვების განხილვა;
ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
კ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ლ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის –
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
ო) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
პ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ჟ) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
რ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
ს) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
2. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულებისგან ასევე იურიდიული პირებისგან;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი წესით განსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს მონაცემები კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი სტატისტიკური ორგანიზაციებისაგან და დაწესებულებებისაგან;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.