ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და მერის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.09.2018
ძალის დაკარგვა 03.01.2019
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016404
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და მერის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.12.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და მერის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2018 წლის 28 სექტემბერი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და მერის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუში დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბეჭედზე ამოტვიფრულ იქნეს:
ა) მუნიციპალიტეტის დასახელება;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება;
გ) მუნიციპალიტეტის გერბი;
დ) სექტორის აღმნიშვნელი ციფრი საჯარო რეესტრის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი დანართი 24-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდის ნიმუშისა და გამგებლის წარმომადგენელთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №35 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე