ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2018 წლის 1 ოქტომბერი დაბა ხარაგაული |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
|
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან. ვებ-გვერდი საშუალებას მისცემს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, რითაც შესაძლებელი იქნება თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია: www.kharagaulinews.gov.ge.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
დ) ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რომლებიც ახორციელებენ ერთობლივ პროექტს მუნიციპალიტეტთან.
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროული, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
ბ) მერია;
გ) ადმინისტრაციული ერთეულები;
დ)მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი იურიდიული პირები;
ე) მაჟორიტარი დეპუტატი;
ვ) ბიუჯეტი;
ზ) განათლება;
თ) კულტურა, სპორტი და ტურიზმი;
ი) ჯანდაცვა და სოციალური სფერო;
კ ) ინფრასტრუქტურა;
ლ) მართლწესრიგი.
ა) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა,უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მოქალაქეთა მიღების დრო);
გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
დ) საკრებულოს კომისიები ( კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სხდომის ოქმები);
ე) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, ბიუროს სხდომის ოქმები);
ვ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);
ზ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი და მისამართი), აპარატის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
2. მერიის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მერიის დებულება;
ბ) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მოქალაქეთა მიღების დრო);
გ) მერიის სტრუქტურა;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, სამუშაო გეგმა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით).
3. მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მათი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი).
4. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულოს სამართლებრივი აქტები;
ბ) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები.
5. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე:
ა)კულტურა;
ბ) საზოგადოება;
გ) პოლიტიკა
დ) ჯანდაცვა და სოციალური;
ე) სოფლის მეურნეობა;
ვ) ინფრასტრუქტურა;
6. ჩვენ შესახებ:
ა ) ზოგადი ცნობები;
ბ) ხარაგაულის სიმბოლიკა (რუკა, გერბი);
გ) ხარაგაულის გეოგრაფია და ისტორია;
დ) თეატრი (ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი; რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი, თოჯინების თეატრი.);
ე) ტურიზმი;
ვ) მედია;
ზ) ვაკანსია.
7. რელიგია:
ა) მარგვეთისა და უბისის ეპარქია;
ბ) ეკლესია-მონასტრები.
8.კონტაქტი ჩვენთან:
ა) საჯარო ინფორმაცია;
ბ) მოითხოვე საჯარო ინფორმაცია.
9. მართლწესრიგი;
ა) პოლიცია;
ბ) სასამართლო.