2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იმპორტიორს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის)/უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული განკარგვის ღონისძიებები.

3. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური ფლობს ინფორმაციას პროდუქტთან დაკავშირებული შესაძლო შეუსაბამობის ან/და დადასტურებული საფრთხის შესახებ, უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს და ასეთ შემთხვევაში გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით, რათა სააგენტომ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები.

4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ისეთი სამშენებლო პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომლის ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში არ დადგინდება ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები