📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2018
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2018
matsne.gov.ge 744 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ”; მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.12.2015 მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.01.2018 აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2015 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.09.2018 სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.04.2016

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №75 2018 წლის 2 ოქტომბერი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 88-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების   ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი  2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის  მუნიციპალიტეტის  გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ოქტომბრის №51 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/10/2015  010250020.35.137.016203). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი დანართი 1 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების   ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ  ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის  წესი  (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოაღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1.მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2.საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან/და მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 3.საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. 4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 5. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრებისას დგება საჯარო შეხვედრების სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის მიზნით გამართული საჯარო შეხვედრის დროს 1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას. 2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს ანგარიშის წარდგენის შემდეგ უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. 3.მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 4🔗. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის გარშემო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1.მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1 (ერთი) კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.adigeni.ge საჯაროდ გამოქვეყნებას. 2..მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.adigeni.ge ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებები ამ წესში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი 2 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) --------------------------------------------------- თანამდებობის დასახელება ------------------------------------------------------------------------ ფრაქციის დასახელება ------------------------------------------------------------------------------ კომისიის დასახელება ------------------------------------------------------------------------------- არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქების მითითებით) ------------------------------- საანგარიშო პერიოდი - 20 ____ წლის __­__- დან 20____ წლის ____მდე. ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ---------------------------------------------------- 1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა 1. სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა ----------------------- საკრებულოს სხდომებზე დასწრება ----------------------- 2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა ----------------------  მ/შ დროებითი კომისიების კომისიის სხდომებზე დასწრება  -----------------------  მ/შ დროებით კომისიებში 3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა ---------------------------- ფრაქციის სხდომებზე დასწრება ------------------------- 4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები --------------------------------------------------------------------------------------------------------- ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ------------- დადგენილება, ---------- განკარგულება. 5. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ------------------------ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ------------------ 8. მოქალაქეებთან შეხვედრებზე გამოთქმული ძირითადი საკითხები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 9. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, კონკრეტული საკითხები) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შევსების თარიღი   ------------------------ წარდგენის თარიღი ----------------------- ხელის მოწერა      ------------------------