„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016079
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №92

2018 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/01/2016 წ.; სარეგისტრაციო კოდი:  130000000.63.075.016030) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №9  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული დანართი №1-ისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული დანართი №1 ამოქმედდეს 2020 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
92-2.doc ⬇

დანართი №1

სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელი

პლანშეტი №1

სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი)

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის, საველე ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე ოპერატიული ფორმა (ზამთრის) დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის, ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი – კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №2

სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს V და VII სამმართველოების და დაგეგმარების მთავარი სამმართველოს ტაქტიკური მომზადების სამმართველოს მოსამსახურეების ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის)

შავი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი, ფერი – კოიოტი.

შავი ფერის მაისური გრძელი სახელოთი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი, ფერი – კოიოტი.

რუხი ფერის ჟილეტი, შავი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი, ფერი – კოიოტი.

პლანშეტი № 3

სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს V და VII სამმართველოების და დაგეგმარების მთავარი სამმართველოს ტაქტიკური მომზადების სამმართველოს მოსამსახურეების ყოველდღიური ფორმა (ზამთრის)

შავი ფერის თბილი პულოვერი (ყელიანი) გრძელი სახელოთი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი, ფერი – კოიოტი.

შავი ფერის დათბუნული მოკლე ქურთუკი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი № 4

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული ხალათი

საველე-ოპერატიული გრძელსახელოიანი ხალათი (საზაფხულო), დამდგარი საყელოთი კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის. წინ წოდების სამაგრი ფხრიწით.

პლანშეტი № 5

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული ქურთუკი

საველე-ოპერატიული ზამთრის გრძელმკლავიანი ქურთუკი, მაღალყელიანი, წინაფრიანი საწვიმარი კაპიუშონით. შიდა მათბუნებელი სარჩულით. წინ წოდების ამსახველი სპეციალური სამაგრით. კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის.

პლანშეტი № 6

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული შარვალი

საველე-ოპერატიული ჩაშვებული შარვალი, გვერდითი სამნაკეციანი ჯიბეებით, ორი უკანა ჩაჭრილი ჯიბით. კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის.

პლანშეტი № 7

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული კეპი

საველე-ოპერატიული კეპი, ექვსგანყოფილებიანი, წინ წოდების სამაგრი ფხრიწით, უკან ზომის მარეგულირებელი ფხრიწით. კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის.

პლანშეტი № 8

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული ქუდი

საველე-ოპერატიული შავი ნაქსოვი ქუდი.

დანართი №9

სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურის

ფორმის ტანსაცმელი

პლანშეტი №1

მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი; მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია სამსახურის გერბი, გერბის ქვეშ – აბრევიატურა „სუს“, ჟილეტის უკანა მხარეს შუა ნაწილში წარწერა ,,სუს ანტიკორუფციული სააგენტო“;

მუქი ლურჯი ფერის კეპი; შუა ნაწილში გამოსახულია სამსახურის გერბი.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.10.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №92. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016079.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №92, 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016079 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4337487/