„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2018 ბოლო ცვლილება 09.10.2018
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №80

2018 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/01/2016 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დანართი №2 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ის მე-4-მე-8 პლანშეტებისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ის მე-4-მე-8 პლანშეტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
1 cv-it.docx.docx ⬇

დანართი №1

სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელი

პლანშეტი №1

საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი)

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის, საველე ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე ოპერატიული ფორმა (ზამთრის) დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის, ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი – კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №2

სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს V სამმართველოს მოსამსახურეების ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის)

შავი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი.

შავი ფერის მაისური გრძელი სახელოთი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი.

რუხი ფერის ჟილეტი, შავი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი.

პლანშეტი № 3

სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს V სამმართველოს მოსამსახურეების ყოველდღიური ფორმა (ზამთრის)

შავი ფერის თბილი პულოვერი (ყელიანი) გრძელი სახელოთი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი.

შავი ფერის დათბუნული მოკლე ქურთუკი; რუხი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი № 4

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული ხალათი

საველე-ოპერატიული გრძელსახელოიანი ხალათი (საზაფხულო), დამდგარი საყელოთი კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის. წინ წოდების სამაგრი ფხრიწით.

პლანშეტი № 5

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული ქურთუკი

საველე-ოპერატიული ზამთრის გრძელმკლავიანი ქურთუკი, მაღალყელიანი, წინაფრიანი საწვიმარი კაპიუშონით. შიდა მათბუნებელი სარჩულით. წინ წოდების ამსახველი სპეციალური სამაგრით. კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის.

პლანშეტი № 6

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული შარვალი

საველე-ოპერატიული ჩაშვებული შარვალი, გვერდითი სამნაკეციანი ჯიბეებით, ორი უკანა ჩაჭრილი ჯიბით. კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის.

პლანშეტი № 7

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული კეპი

საველე-ოპერატიული ბეიზბოლის სტილის კეპი, ექვსგანყოფილებიანი, წინ წოდების სამაგრი ფხრიწით, უკან ზომის მარეგულირებელი ფხრიწით. კომუფლირებული (ციფრული დაფერვა) ფერის.

პლანშეტი № 8

დაგეგმარების მთავარი სამმართველოსა და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საველე-ოპერატიული ქუდი

საველე-ოპერატიული შავი ნაქსოვი ქუდი.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №80. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016075.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.10.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №80, 16.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016075 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4282997/