შპს „გზა 2005“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6360-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/6360-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სილაგავა

განმცხადებელი – მოვალე – შპს ,,გზა 2005“

წარმომადგენელი – შოთა იმნაძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „გზა 2005“-ის გადახდისუუნარობის საქმე.

კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

    

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გზა 2005“-ის კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 05 დეკემბერს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზში №28, შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 მოსამართლე                                                      თამარ ჭუნიაშვილი