სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერებს
201 8 წლის 31 ოქტომბერს , დღის 15 საათზე , ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. №119-ში (საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, I სართულზე, სააქტო დარბაზში) გაიმართება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2017 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
2. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 201 9 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნეს-გეგმის) დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
3. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის 390,000 (სამასოთხმოცდაათიათასი) ლარით გაზრდისა და საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
4. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ იურიდიული მისამართის შეცვლის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
5. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2018 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
6. გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობა „დაბების და სოფლების წყალმომარაგება და წყალარინების გაწმენდის პროგრამა აჭარაში“, ინვესტიციები: 40 მილიონი ევრო BMZ No. 201366921, თანმდევი ზომები: 3 მილიონი ევრო BMZ No. 201570282 , სესხისა და დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული შეთანხმების (German Financial Cooperation with Georgia “Rural Water Supply and Waste Water Programme Adjara”, Investment: EUR 40 million, BMZ No. 201366921, Accompanying Measures: EUR 3 million, BMZ No. 201570282, Separate Adreement to the Loan and Project Agreement and the Financing and Project Agreement) დამტკიცება და საზოგადოების დირექტორისათვის აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებებისათვის საქმიანობის განხორციელებისა და წარმართვის უფლების შესახებ.
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2018 წლის 1 ოქტომბერი;
აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს დღის 14 საათიდან.
კრებაში მონაწილეობის უფლებისა და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა; ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11 (საკონტაქტო პირი - ლუიზა ჩიკაშუა, ტელეფონის ნომერი: 599 15-88-06).
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრებას დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორს გააჩნიათ შემდეგი სახის რეკომენდაციები (გადაწყვეტილების პროექტები):
A.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2017 წლის წლიურიაუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილი სახით.
B.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
●დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 201 9 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები (ბიზნეს-გეგმა) წარმოდგენილი სახით;
●სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 201 9 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები განისაზღვროს 389, 980 (სამასოთხმოცდაცხრაათასცხრაასოთხმოცი) ლარით;
●საზოგადოების ბიზნესგეგმაში არსებითი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელების უფლება დირექტორს ექნება მხოლოდ მისი სათანადო დასაბუთებისა და სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.
C.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
●გაიზარდოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალი 390,000 (სამასოთხმოცდაათიათასი) ლარით და ის განისაზღვროს 780,000 (შვიდასოთხმოციათასი) ლარით;
●სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის ზრდა მოხდეს ერთი აქციის ნომინალური ღირებულების გაზრდით აქციების საერთო რაოდენობისა და აქციონერების წილების შენარჩუნებით;
●სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერების შენატანი გაზრდილ საწესდებო კაპიტალში განისაზღვროს მათი წილების პროპორციულად, კერძოდ შემდეგნაირად:
| № | აქციონერის დასახელება | შენატანის ოდენობა საწესდებო კაპიტალში (ლარი) |
| 1. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი | 132,600 |
| 2. | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით | 101,400 |
| 3. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 66,300 |
| 4. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 42,900 |
| 5. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ხულოს მუნიციპალიტეტი | 19,500 |
| 6. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ქედის მუნიციპალიტეტი | 15,600 |
| 7. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – შუახევის მუნიციპალიტეტი | 11,700 |
| ჯამი: | 390,000 |
●შევიდეს შემდეგი ცვლილებები სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წესდებაში, კერძოდ:
a. მე-3 მუხლის (კომპანიის კაპიტალი. აქციები) 3.1 და 3.2 ქვემუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„3.1 კომპანიის საწესდებო კაპიტალი (შემდგომში – კაპიტალი) შეადგენს 780,000 ლარს.
3.2 კომპანიის კაპიტალი დაყოფილია 100 ჩვეულებრივ აქცია, ნომინალური ღირებულებით 7, 800 ლარი ერთი და იმავე კლასის აქციებისათვის.“.
b.მე-4 მუხლის (აქციონერები. მათი უფლებები და მოვალეობები) 4.2 ქვემუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„4.2 კომპანიის დამფუძნებელი აქციონერები, მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა მითითებით, არიან:
| № | აქციონერის დასახელება | საიდენტიფიკაციო ნომერი | აქციათა წილის ოდენობა (%) | აქციების რაოდენობა (ცალი) | აქციათა ნომინალური ღირებულება (ლარი) |
| 1. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი | 245576826 | 34 | 34 | 265,200 |
| 2. | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით | 245429200 | 26 | 26 | 202,800 |
| 3. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 247001890 | 17 | 17 | 132,600 |
| 4. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 248428385 | 11 | 11 | 85,800 |
| 5. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ხულოს მუნიციპალიტეტი | 248056311 | 5 | 5 | 39,000 |
| 6. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ქედის მუნიციპალიტეტი | 246762061 | 4 | 4 | 31,200 |
| 7. | საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – შუახევის მუნიციპალიტეტი | 247865145 | 3 | 3 | 23,400 |
| ჯამი: | 100 | 100 | 780,000 |
●დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებები რეგისტრაციაში გატარდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
●დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ აქციათა რეესტრში რეგისტრაცია და რეგისტრირებული მფლობელებისთვის ახალი ამონაწერის გაცემა;
●დაევალოს საზოგადოების აქციონერებს სამეწარმეო რეესტრში და აქციათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ 2019წლის 1 აპრილამდე ვადაში უზრუნველყონ საწესდებო კაპიტალში წილობრივად შესატანი ფულადი თანხების (სულ 390,000 ლარი) საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა თავისი წილების პროპორციულად.
D.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
●სს „აჭარის წყლის ალიანსის“ იურიდიულ მისამართად განისაზღვროს მისი ოფისის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, კერძოდ: ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. №1, ოფისი 4-7;
●შევიდეს შემდეგი ცვლილებები სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წესდებაში, კერძოდ:
a.1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1. 3 ქვემუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1.3 კომპანიის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. №1, ოფისი 4-7, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.“;
●დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებები რეგისტრაციაში გატარდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
E.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
●დაევალოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორს 201 8 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის არჩევა მოხდეს „სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ შესაბამისად ტენდერის გამოცხადების საშუალებით;
F.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მექვსე საკითხთან დაკავშირებით:
●მოწონებულ იქნეს გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობა „დაბების და სოფლების წყალმომარაგება და წყალარინების გაწმენდის პროგრამა აჭარაში“, ინვესტიციები: 40 მილიონი ევრო BMZ No. 201366921, თანმდევი ზომები: 3 მილიონი ევრო BMZ No. 201570282 , სესხისა და დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული ხელშეკრულება (შეთანხმება);
●საზოგადოების დირექტორს მიეცეს თანხმობა აღნიშნულ განსაკუთრებულ ხელშეკრულებაზე (შეთანხმებაზე) ხელმოწერისა და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებებისათვის საქმიანობის განხორციელებისა და წარმართვის უფლებაზე.
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორატი