1. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება, ან უმაღლესი პროფესიული განათლება განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების, ფსიქოლოგიის, ჯანმრთელობის მეცნიერებების და სხვა მონათესავე დარგში;
ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი) საგნობრივი დისციპლინები;
კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახემწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები; იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
მ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავს საგანმანათლებლო პროცესში არაეთიკური ტერმინების აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;
ნ) გუნდური მუშაობის პრინციპები.
3. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ) ბავშზე დაკვირვება და შეფასება;
თ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან მისი პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
ი) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
კ) იყოს თვითრეფლექსური