1. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში;
ბ) კვების ობიექტებზე ან დაწესებულების ფარგლებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;
გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ) მენიუს შედგენის წესი;
ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორიულობა და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;
თ) კვების ტექნიკური რეგლამენტი.
3. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
ბ) მენიუს შედგენა;
გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;
დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა.
თავი V
ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტე