1.
კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ  პერსონალს აქვს: პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან სრული ზოგადი განათლება და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან/და სარეკომენდაციო წერილი;
2.
კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ)
ჯანსაღი კვების ნორმები;
გ)
ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ)
მენიუს შედგენის წესი;
ე)
ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ)
პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ)
ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;
თ)
კვების ტექნიკური რეგლამენტი.
3.
კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
ბ)
მენიუს შედგენა;
გ)
მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;
დ)
დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე)
პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა.თავი VI
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის

პროფესიული სტანდარტებ