1.
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს აქვს: უმაღლესი აკადემიური განათლება, განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების, ფსიქოლოგიის, ჯანმრთელობის მეცნიერებების და სხვა მონათესავე დარგში ან პროფესიული განათლება და სარეკომენდაციო წერილი ან სრული ზოგადი განათლება და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2.
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ადრეული განათლების პრინციპები;
გ)
ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ)
ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ)
პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ)
საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი)
საგნობრივი დისციპლინები;
კ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სახემწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ)
ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები; იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
მ)
განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავს საგანმანათლებლო პროცესში არაეთიკური ტერმინების აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;
ნ)
გუნდური მუშაობის პრინციპები.
3.
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა)
ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ)
ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ)
გუნდში მუშაობა;
დ)
ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე)
საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ)
მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ)
ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
თ)
კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან მისი პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
ი)
ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
კ)
იყოს თვითრეფლექსური
მუხლი 11. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი II — დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
- მუხლი 6. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 7. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდანდარტები
- მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 12. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 13. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 14. ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალის პროფესიული სტანდარტები, კვალიფიკაცია და გამოცდილება
- მუხლი 15. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 16. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №22/29, 29.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3819139/muxli-11/