1.
ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს: დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში უმაღლესი აკადემიური განათლება და შესაბიმისი სარეკომენდაციო წერილი ან პროფესიული განათლება და მის სფეროში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ამასთანავე, გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგ-სემინარი.
2.
ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ)
ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;
დ)
პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;
ე)
ადრეული განათლების პრინციპები;
ვ)
დაკვირვებისა და შეფასების ინსტურმენტები და შესაბამისი ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;
ზ)
სხვადასხვა სახის დარღვევების გავლენა ბავშვის განვითარებაზე;
თ)
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის  სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. იცის თემში არსებული რესურსის შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.
3.
ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა)
მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ)
ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;
გ)
პოზიტიურ აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების სტრატეგიების გამოყენება;
დ)
მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობისას;
ე)
საგანგებო მექანიზმების შემუშავება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;
ვ)
კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დახმარების ფორმები და გზების განსაზღვრა;
ზ)
ინტერვენციების განხორციელება ინდივიდუალურად ან/და მცირე ჯგუფებში ბავშვის ჯგუფის ძირითად ოთახში;
თ)
პერსონალის კონსულტირება ბავშვთა პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის  ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ი)
ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღების კუთხით;
კ)
მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ლ)
ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, სათანადო გადამისამართება;
მ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების თანხვედრა სოციალური მოდელის მიხედვით.თავი V
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტებ