1.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
უმაღლესი აკადემიური განათლება, განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის ან სხვა დარგში.
ბ)
არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების, ან ადრეული ინტერვენციის სფეროში.
2.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ადრეული განათლების პრინციპები;
გ)
ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ)
ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;
ზ)
თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
თ)
კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;
ი)
ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
კ)
ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ლ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;
ბ)
გუნდური მუშაობა;
გ)
განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;
დ)
ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
ე)
ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ვ)
ეფექტური კომუნიკაცია;
ზ)
კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
თ)
პოზიტიური გაძღოლა;
ი)
თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;
კ)
დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
ლ)
დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;
მ)
ადამიანური რესურსის მართვა
მუხლი 6. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი II — დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
- მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება
- მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
- მუხლი 7. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდანდარტები
- მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 11. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 12. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 13. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №22/29, 29.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3819139/muxli-6/