ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დადგენილების მიზნებისათვის (ტერმინები იმავე მნიშვნელობისაა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშია განმარტებული) აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
დაწესებულების
პერსონალი
–
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ)
კლასტერი
–
საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
გ)
ადმინისტრაციული
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: საგანმანათლებლო პროცესი, სტრატეგიული მართვა, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ)
საგანმანათლებლო
პროგრამის
მართვა
–
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
ე)
სტრატეგიული
მართვა
–
დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ვ)
მატერიალური
რესურსის
მართვა
–
დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
ზ)
ადამიანური
რესურსის
მართვა
–
დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
თ)
საგანმანათლებლო
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ამ მიმართულებით ძირითადი პერსონალი არის აღმზრდელ-პედაგოგი, რომლის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში შესაძლებელია არსებობდეს საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი და ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი;
ი)
საგანმანათლებლო
პროცესის
მხარდამჭერი
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული მიმართულებების სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევენ დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რიტმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, ჯგუფის ასისტენტი და ა.შ.);
კ)
ბავშვთა
ინკლუზიის
მხარდამჭერი
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობის ხელშეწყობას (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ.);
ლ)
ჯანმრთელობის
დაცვის
პერსონალი
–
პერსონალი, რომლის მოვალეობა არის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
მ)
ტექნიკური
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლასა და უსაფრთხოებაზე;
ნ)
ჰიგიენაზე
პასუხისმგებელი
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
ო)
კვებაზე
პასუხისმგებელი
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, დაწესებულების სივრცეში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
პ)
მატერიალური
რესურსის
გამართულობაზე
პასუხისმგებელი
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
ჟ)
მცენარეთა
მოვლაზე
პასუხისმგებელი
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში (შენობაში, ეზოში) არსებული მცენარეების მოვლას;
რ)
უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი
პერსონალი
–
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას;
ს)
თემი
–
ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და ღირებულებითი იდენტიფიკაცია გააჩნიათ;
ტ)
საგანმანათლებლო
პროგრამა
–
სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა.