1.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს: უმაღლესი აკადემიური განათლება  სამედიცინო დარგში ან პროფესიული განათლება და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ჯანმრთელობის დაცვის  სფეროში.
2.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ)
ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ვ)
პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;
ზ)
კვების, წყლის, სანიტარია-ჰიგიენის ტექნიკური რეგლამენტი;
თ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი.
3.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა)
ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ)
საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული  ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;
გ)
ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა; ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
დ)
ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ე)
ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ვ)
დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენ