1.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის;
ა)
შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;
ბ)
საევაკუაციო გეგმა;
გ)
საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.
3.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ბ)
დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
გ)
დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
დ)
საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად;
ე)
საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
ვ)
საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.

თავი IXპერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვ