1.
პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვების ოჯახებთან და სხვა სუბიექტებთან.
2.
პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობის ფორმები.
3.
პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
4.
პერსონალი ხელს უწყობს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.
5.
პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც კოლეგებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისას.
6.
პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალურობას.
7.
პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს
მუხლი 21. ურთიერთობა
თავი IX — პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 16. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 17. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 18. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 19. პერსონალის ღირებულებები
- მუხლი 20. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
- მუხლი 22. პროფესიული განვითარება
- მუხლი 23. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №22/29, 29.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3819139/muxli-21/