სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-23/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016533
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების
დამტკიცების შესახებ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-23/ნ
2018 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ტექნიკური რეგლამენტი –
ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
1.
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა (დანართი №1).
2.
სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სააღმზრდელი საქმიანობის ლიცენზიის მქონე 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებისათვის (დანართი№2).
მუხლი 2🔗
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით, ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
მუხლი 3🔗
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული შევსებული ფორმა უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი).
მუხლი 4🔗
ეთხოვოთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ დაწესებულებებს მათთან დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შესახებ ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის შევსებისას იხელმძღვანელონ სამინისტროს ოფიციალიურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართის ნიმუშის (Excel) ფორმატით.
მუხლი 5🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო