შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლი ს 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
განმცხადებლები – 1 – შპს „რითეილ კაპიტალ ჯორჯია“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522)
დირექტორი – მამუკა შეწირული
წარმომადგენლები – 1 – ირაკლი ფურცელაძე
2 – ზურაბ გვარჯალაძე
2 – შპს „სენატორი“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904)
დირექტორი – პეტრე გელაშვილი
წარმომადგენლები – 1 – დავით მჟავანაძე
2 – ზურაბ გვარჯალაძე
მოვალე – შპს „ფურშეტ ჯორჯია“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897)
დირექტორი – ტარიელ ჭეიშვილი
წარმომადგენელი – იასონ ხარაბაძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი
დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე.
2018 წლის 5 ოქტომბერს კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დაადგინა
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 2 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №28, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების შესახებ;
1.2. მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი