„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3587-Iს
სარეგისტრაციო კოდი
130030000.05.001.019200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება და რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ;“.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უზრუნველყოფილია თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე.“.

3. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა

ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებულ წესებს, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემის წესებს და საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3587-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2018.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.10.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3587-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 130030000.05.001.019200.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3587-Iს, 31.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 130030000.05.001.019200 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4346672/