„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №118 |
|
2018 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016696) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების/აღკვეთის, ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობის გადარჩენის და ქონების დაზიანება/განადგურების თავიდან აცილების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მიღების მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაიცეს დანამატი: ა) მოსამსახურეზე (გარდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურისა) არაუმეტეს მისი თანამდებობრივი სარგოს 200%-ისა; ბ) ვადიან სამხედრო მოსამსახურეზე არაუმეტეს 625 ლარისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|