„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №51 |
|
2024 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 140130000.22.034.016696) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ №5 დანართის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტებს (ექიმი-თერაპევტი) და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური ქვედანაყოფების (სამმართველოები) წამყვან სპეციალისტებს (ექიმი, ექიმი-თერაპევტი და ექიმი-სტომატოლოგი) დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი 215 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს (გარდა სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) მოსამსახურისა) მის მიერ სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) ჩატარებული სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის ყოველი ერთი საათისათვის ეძლევა დანამატი 40 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 ივლისიდან. |
|