„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №397 |
|
2018 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: „ძ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში: ძ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის; ძ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გათვალისწინებით გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (ფორმა NIV-50/2)“, რომელიც ადასტურებს მისი სავარძელ-ეტლით გადაადგილების საჭიროებას და ამავე ბრძანებით გათვალისწინებული, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი (ფორმა NIV-50/4)“, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭებისა და სტატუსის მინიჭების ვადის შესახებ.“. 2. 52-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია შეღავათები, მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „პ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებში და მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ1“ ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.თ“ ქვეპუნქტი: „ბ.თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, ქარხნულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების იმპორტის დროს – ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.10.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.10.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №397. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017142.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.10.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №397, 18.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017142 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4346971/