ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოწმობის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2018
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | გაცემის თარიღი |
| სანებართვო მოწმობის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოწმობის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №79
2018 წლის 19 ოქტომბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოწმობის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მიღების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამსად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავეხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ხონის მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა- ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდგომ – სანებართვო მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. სანებართვო მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს არანაკლებ სამ დამცავ ნიშანს.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ხონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს.
მუხლი 3🔗.
სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების შედგენის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗.
სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მერიის თანამშრომლის მიერ.
2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება:
ა) ნებართვის გაცემის თარიღი;
ბ) ნებართვის მოქმედების ვადა;
გ) დამკვეთის დასახელება და მისი მისამართი;
დ) მშენებლობის ობიექტის დასახელება, ფუნქციური დანიშნულება, მისამართი, ადგილმდებარეობა;
ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი;
ვ) ნებართვის გაცემის საფუძველი;
ზ) სანებართვო პირობები;
თ) მშენებლობის ნებართვის ვადის დაწყების თარიღი;
ი) მშენებლობის პროცესის განხორციელების ზედამხედველობის ეტაპები.
კ) შენობა-ნაგებობის კლასი;
ლ) შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები;
მ) მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი;
ნ) საექსპერტო ორგანოს დასკვნა (კანონმდებლობით განსაზრვრულ შემთხვევაში)
3. სანებართვო მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ, დამტკიცებული ფორმის მიხედვით, დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მოწმობები, რომლებსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ინახება პასუხისმგებელ პირთან.
4. სანებართვო მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან.
მუხლი 5🔗.
სანებართვო მოწმობის გაცემა
1. სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
2. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).
3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს სანებართვო მოწმობის გაცემისა და მიღების აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 6🔗.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება წარწერა „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 7🔗.
სანებართვო მოწმობის გაცემისა და მიღების აღრიცხვის ჟურნალი
1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხოს ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის გაცემისა და მიღების აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 8🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 2
საქართველო
ხონის მუნიციპალიტეტის მერია
მშენებლობის სანებართვო მოწმობა №
---------------- 20 ------ წ. -------------------------
(შედგენის თარიღი) (შედგენის ადგილი)
1. ობიექტის მისამართი:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ნებართვის მფლობელი (საიდენტიფიკაციო მონაცემები):
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. მშენებლობის ნებართვის ვადის დაწყების თარიღი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. მშენებლობისა და მისი ზედამხედველობის ეტაპები:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. შენობა-ნაგებობის კლასი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ობიექტი ააშენოს:
ა) ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დაცვით;
გ) სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;
დ) სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით;
ამას გარდა, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:
ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა);
ვ) დაასრულოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები;
ზ) ახალი მშენებლობისა და შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ––––––––––––––– ვადაში შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
11. მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. საექსპერტო ორგანოს დასკვნა (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში):
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი:
----------------------------------- ----------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
დამკვეთი:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამამზადებელი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სფს-ს რეგისტრაციის № ბ. ა.
დანართი 3
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მიღების
აღრიცხვის ჟურნალი
სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი
სანებართვო მოწმობის მიმღები პირი
№
გაცემის თარიღი
სანებართვო მოწმობის №
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
ხელმოწერა
დანართი 4
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი
ხონის მუნიციპალიტეტი ----- ------------- 20---- წელი
სანებართვო მოწმობის
№
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
მშენებლობის მოწმობის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი ---------------------------------