„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისას გამოსაყენებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესის განსაზღვრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.10.2018
ძალაში შესვლა 02.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-22/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016531
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 952 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.2018 მიღება
02.11.2018 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.05.2022 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 23.05.2025 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 11.08.2022 საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 02.05.2023 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისას გამოსაყენებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესის განსაზღვრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-22/ნ 2018 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისას გამოსაყენებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესის განსაზღვრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშგების მოთხოვნის შეუსრულებლობისას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  44​12, 242-ე მუხლის 3​4 ნაწილის,  290​3  მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული: ა) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1); ბ) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესი (დანართი №2); გ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №3). 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 2 ნოემბრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი №1 სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო №     თარიღი **/***********/**** *               შედგენის ადგილი: ქ. თბილისი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  44​12 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 1. სამართალდამრღვევი: ა) სამართლებრივი ფორმა და დასახელება: ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი: გ) რეგისტრაციის მისამართი (იურიდიული მისამართი): დ) საქმიანობაზე ნებართვის ნომერი: 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: 3. ჯარიმის ოდენობა:  500 (ხუთასი) ლარი. 4. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი  (სამართალდარღვევის ოქმი)  შეიძლება  გასაჩივრდეს მხარისათვის მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6). 5. საჯარიმო ქვითრის გადახდის ინსტრუქცია: დამრღვევმა ჯარიმა  უნდა  გადაიხადოს საჯარიმო  ქვითრის  ჩაბარებიდან 30  (ოცდაათი)  დღის  ვადაში. აღნიშნულ   ვადაში   ჯარიმის   გადაუხდელობის  შემთხვევაში  დაჯარიმების  შესახებ   გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. საჯარიმო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მეშვეობით შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით: ა) გადამხდელის ვინაობა; ბ) მიზნობრიობაში უნდა მიეთითოს საჯარიმო ქვითრის ნომერი; გ) საბანკო კოდი: TRESGE22; დ) სახაზინო კოდი: 302003243. 6. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი  (ქვითარი)  სამართალდამრღვევის მიერ წარმოდგენილი  უნდა  იქნეს  სსიპ  „სამედიცინო  საქმიანობის  სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ შემდეგ მისამართზე: 0119, ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №144. საჯარიმო ქვითარი შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  რა  დროსაც  ადმინისტრაციულ პასუხისგებაში  მიცემულ  პირს,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს,  მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს  მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის  იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს  მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე  წარმოების  ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა  დანართი №2  ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების  წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესს.  მუხლი 2🔗 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი  ივსება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  44​12  მუხლით   გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სააგენტოს  უფლებამოსილი პირის მიერ (შემდგომში – უფლებამოსილი პირი). 2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  44​12  მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს და დამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 3. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 4. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.  მუხლი 3🔗 საჯარიმო ქვითრის შევსებისას აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი; ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) სამართალდამრღვევის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი; დ) სამართალდამრღვევის საქმიანობაზე ნებართვის ნომერი; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის არსი; ვ) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; ზ) შენიშვნის გრაფა; თ) ინფორმაცია საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების თაობაზე; ი) ჯარიმის გადახდის ინსტრუქცია; კ) სამართალდამრღვევის უფლებები. მუხლი 4🔗 1. სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შეუძლია გაცნობიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №3) და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.  მუხლი 5🔗 1. პირს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი ეგზავნება რეგისტრაციის (იურიდიული მისამართი) ადგილის მიხედვით. 2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება. 3. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 4. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში,  სააგენტოს  უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას. 5. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 6. სააგენტო ახორციელებს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას და მის ადმინისტრირებას (მათ შორის განსაზღვრავს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის შინაარსს, ფორმატს, ვადებს, პირობებს და ა.შ.).  დანართი  №3  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო  ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო    ფ უ რ ც ე ლ ი  სააღსრულებო ფურცელი გაიცა  ___________________________________________________________________  ___________________________________________________________________ უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი  ___________________________________________________________________ მიერ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №______________________________  საქმეზე  საჯარიმო ქვითრის ნომერი     __________________________________________ საჯარიმო ქვითრის შედგენის თარიღი  _________________________________ საჯარიმო ქვითრის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: ______________________________________________ დაედო ადმინისტრაციული სახდელი,  სამართლებრივი ფორმა და დასახელება: საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი: რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44​12  მუხლის  შესაბამისად და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი  -  ____________________   ლარის    ოდენობით. ციფრებით, სიტყვიერად კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: სახელმწიფო ბიუჯეტი: ერთიანი ანგარიშის № ___________________________ სახელმწიფო ხაზინის № _________________________ სახაზინო კოდი № ______________________________ მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: _____________________________________________________________________  _____________________________________________________________________ მისამართი: ____________________________________________________________ საიდენტიფიკაციო № ___________________________  სხვა რეკვიზიტები: ____________________________________________________________________  სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:  ____________________  წ.  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი პირი:  ________________________________ ხელმოწერა .