„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მიღების თარიღი 31.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3622-Iს
სარეგისტრაციო კოდი 010210050.04.001.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3622-Iს | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ 11.11.2004
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „(ძალადაკარგულია - 31.10.2018, №3622)"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონი
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 12.11.2004, მუხ. 152).
მუხლი 2🔗. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედების მომენტიდან, კომპეტენციის ფარგლებში ჩაითვალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ.
2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
31 ოქტომბერი 2018 წ.
N3622-Iს