„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26763
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016469
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №26763

2018 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდებისა და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2472 ბრძანების:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდებისა და შტამპების დამზადება და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდები გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებს შორის №7 დანართით განსაზღვრული ინდექსების შესაბამისად.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შპამპები

1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ვალე“, „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“, „გუგუთი“,  „წითელი ხიდი“, „ყაზბეგი“, „ნინოწმინდა“, „ლაგოდეხი“, „კარწახი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ და „ბათუმის პორტი“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შტამპების ნიმუშები №8 დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს თარიღის შტამპების დამზადება და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტებისათვის მათი გადაცემა.“;

დ) №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                                      მ. დუნდუა

 





„დანართი №7

 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების  მიხედვით ინდექსების განაწილება
1. არასატარიფო კონტროლის სამმართველო – 001

2. საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – 002

3. საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ – 003

4. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“ – 004

5. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“ – 024

6. საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“ – 005

7. საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“ – 006

8. საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“ – 026

9. საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ – 007

10. საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – 008

11. საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ – 009

12. საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ – 010

13. საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – 011

14. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ – 012

15. საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“ – 013

16. გაფორმების განყოფილებები – 014

17. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველო – 015

18. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ მომსახურების სამმართველო – 016

19. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველო – 017

20. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველო – 018

21. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველო – 019

22. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ მომსახურების სამმართველო – 020

23. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ მომსახურების სამმართველო – 021“.

 


📎 დანართები (1)
26763.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.09.2018.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.09.2018. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №26763. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016469.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №26763, 26.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4348960/