ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირის გაგრძელების და მასთან არსებული ხუთი უსახელო გასასვლელისთვის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.160.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

     განკარგულება №182

    20 18 წლის19 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავში , დავით აღმაშენებლის გამზირის გაგრძელების და მასთან არსებული ხუთი უსახელო გასასვლელისთვის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 03 ოქტომბრის №01/3427 (შემოსული დოკუმენტის №10267/02 , 03.10.2018) გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავში, გაგრძელდეს დავით აღმაშენებლის გამზირი და მასთან არსებულ ხუთ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს დავით აღმაშენებლის გამზირის I, II, III, IV და V გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

4.განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                           ლევან ონიანი