ქალაქ რუსთავში, თორნიკე ერისთავის ქუჩის გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.160.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №183

 2018 წლის 19 ოქტომბერი

ქალაქი რუსთავი

ქალაქ რუსთავში თორნიკე ერისთავის ქუჩის გაგრძელების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავში გაგრძელდეს თორნიკე ერისთავის ქუჩა თანდართული რუკის თანახმად.

2. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია.

3.განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

ლევანი ონიანი

საკრებულოს თავმჯდომარე