საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №67 |
|
2018 წლის 26 ოქტომბერი ქ. დედოფლისწყარო |
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1 თან ერთვის);
ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) 10/10/2018, MES 31801302621 წერილით) დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 თან ერთვის);
გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად (დანართი 3 თან ერთვის);
დ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად (დანართი 4 თან ერთვის);
ე) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი 5-ის შესაბამისად (დანართი 5 თან ერთის);
ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი 6-ის შესაბამისად (დანართი 6 თან ერთვის).
|
2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
4. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება.
6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
7. საჯარიმო ქვითრის შევსებისას აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) შედგენის ადგილი (მისამართი);
გ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი);
ე) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
ვ) მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც ოქმს ერთვის;
ზ) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
თ) საქართველოს კანონ(ებ)ის შესაბამისი მუხლ(ებ)ი, ნაწილ(ებ)ი, რომლებითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა;
ი) შეფარდებული სანქცია (ჯარიმის ოდენობა – სიტყვიერად);
კ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და პირადი მონაცემები;
ლ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;
მ) შენიშვნა;
ნ) ოქმის შემდგენელი (ხელმოწერა), მოწმე, ასეთის არსებობის შემთხვევაში (ხელმოწერა), სამართალდამრღვევი (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა).
8. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის შესაბამისად.
9. საჯარიმო ქვითარი შეიცავს ბეჭდის ადგილებს. ბეჭედი დაისმება უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც ავსებს საჯარიმო ქვითარს, ხოლო საჯარიმო ქვითრის ყუაზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
10. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება დადგენილი წესით, გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტით (დანართი 5).
11. დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
12. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები, საჯარიმო ქვითარს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
13. თუ დამრღვევი უარს ამბობს ხელმოწერაზე ან არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
14. სამართალდამრღვევი პირი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან საჯარიმო ქვითრის ბლანკების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. საჯარო მოხელისათვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება მერიის ზედამხედველობის სამსახურში საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 3).
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 4).
5. ამ მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით.
6. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი 6), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000
(რიცხვი, თვე, წელი) (მისამართი)
_____________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
(ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი; იურიდიული პირის
შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი)
______________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
(ჯარიმის ოდენობა – სიტყვიერად)
_______________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი: ________________________________________________________________________________
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის
შესახებ აღნიშვნა)
ბ.ა.
ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა
№000000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.
1. ________________
(გადამხდელის სახელი, გვარი)
2. _______________
(გადამხდელის მისამართი)
3. _______________
(ჯარიმის ოდენობა – სიტყვიერად და ციფრებით)
4. _____________
(კანონის შესაბამისი მუხლი, ნაწილი)
5. ____
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6. საბანკო კოდი: ___________
7. სახაზინო კოდი: _________
8. მიმღები მოლარე: ______
(ხელმოწერა)
9. შემომტანი: ––––––––––––––
(ხელმოწერა)
ბ.ა.
თარიღი: ________________
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო
თანხის შემომტანის მიერ.
საჯარიმო ქვითარი შეიძლება გასაჩივრდეს შედგენიდან 10 დღის ვადაში
სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქუჩა №15).
საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
დამკვეთი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი:
მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, მერაბ კოსტავას ქ. №44 სფს-ს რეგისტრაციის №
აღრიცხვის ჟურნალი
| |||||||||||||||||||||||||||||
|
ა ქ ტ ი №-----
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ------ ---------------------- 20 წელი ზედამხედველობის სამსახური გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორესю
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ---------------------------------------- ------------------------------ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
სამსახურის უფროსი: ---------------------------------------- ------------------------------ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) . |
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
_____________________________________________________________________________
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
____________________________________________________________________________
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
____________________________________________________________________________
დადგენილების გამოტანის თარიღი
____________________________________________________________________________
დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
სამსახურის უფროსი -------------------------------------- ------------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)