ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016335
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.10.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №69
2018 წლის 31 ოქტომბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №48 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016137; ვებგვერდი, 23/10/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვროს – ტყიბულის საპატიო მოქალაქე.
3. ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და ტყიბულში დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საზოგადოებრივი, პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით/მოღვაწეობით:
ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ტყიბულის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების საქმეში ქალაქის, ქვეყნის ან/და საერთაშორისო მასშტაბით;
დ) მხარი დაუჭირა და განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური ან/და სხვა პროგრამები/პროექტები;
ე) პროფესიული ან სხვა საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის და ქალაქის პოპულარიზაციის საქმეში და ა.შ.
4. ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით):
ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების საქმეში ქალაქის, ქვეყნის ან/და საერთაშორისო მასშტაბით;
დ) მხარი დაუჭირა და განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური და სხვა პროგრამები/პროექტები;
ე) პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის და ქალაქის პოპულარიზაციის საქმეში;
ვ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ ტყიბულთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით მერის მიერ შექმნილი საპატიო წოდებებთან დაკავშირებულ საკითხთა განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, უფლება აქვს უარი თქვას საპატიო წოდებასა და ჯილდოზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებთან დაკავშირებულ საკითხთა განმხილველ კომისიას. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 2🔗.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) მუნიციპალიტეტის მერს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ზ) საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებთან დაკავშირებულ საკითხთა განმხილველ კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები.
მუხლი 3🔗.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებთან დაკავშირებულ საკითხთა განმხილველი კომისია
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებთან დაკავშირებულ საკითხთა განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით, ბრძანებით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ:
ა) არაუმეტეს საბჭოს წევრთა 1/3-ისა; მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები – არანაკლებ 3 წევრისა, მერის მოადგილე(ებ)ი და სამსახურების უფროსები;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული არაუმეტეს 2 წევრი;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები პირები, რომლებიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აქვთ მიღწევები/დამსახურება, გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, ავტორიტეტითა და ნდობით;
დ) საზოგადო მოღვაწეები ან/და საპატიო წოდების მქონე პირები;
ე) გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კომისიის წევრი (კომისიის მდივნის ფუნქციით) ასევე არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 4🔗.
კომისიის მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატების შერჩევის წესი
1. დასახელებული კანდიდატების შესახებ დოკუმენტების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი საპატიო წოდებებთან დაკავშირებულ საკითხთა განმხილველი კომისია.
2. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად წარდგენილი კანდიდატების შესახებ.
3. კომისია გადაწყვეტილებას კანდიდატისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით.
მუხლი 5🔗.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებთან დაკავშირულ საკითხთა განმხილველი კომისიის წარდგენის საფუძველზე, საპატიო წოდებასა და ჯილდოს ანიჭებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი, რომელთა დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია.
3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და მედლის გადაცემა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ხდება წელიწადში ერთხელ დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე „ტყიბულქალაქობის“ ზეიმზე.
მუხლი 6🔗.
მოქალაქის უფლებები, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო
1. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად ტყიბულის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
2. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ტყიბულელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.