ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 |
|
2018 წლის 31 ოქტომბერი ქ. ქობულეთი |
|
გენდერული თანასწორობის საბჭოს
დებულება
1.2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „გენდერული თანასწორობის შესახებ“, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით)“, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა აქტებით.
1.3. საბჭოს საქმიანობის ვადად განისაზღვრება მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
1.4. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით.
ა) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა;
გ) ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
დ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ლოკალიზაციის ხელშეწყობა;
ე) საბჭოსა და მერიის ურთიერთთანამშრომლობა;
ვ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა;
თ) განიხილოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულება/მორიტორინგი;
ი) საბჭომ განახორციელოს მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და შეიმუშავოს წინადადებები გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად ან არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (ასეთის შემთხვევაში);
კ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ლ) მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო პირებთან თანამშრომლობის გაძლიერება;
მ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა/ადვოკატირება;
ნ) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების უზრუნველყოფა;
ო) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები;
2. საბჭო წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
3.2. საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულებით;
3.3. საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე;
3.4 საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების ხელძღვანელმა პირებმა.
3.5. საბჭომ უნდა უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა საბჭოს მუშაობაში;
3.6.საბჭოს წევრებს შორის დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და მრავალპარტიულობა.
4.2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4.3. საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
4.4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
4.5. საჭოს სხდომაზე საკითხების გატანის უფლება აქვთ როგორც საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე საბჭოს წევრებს.
4.6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსათვის წარსადგენად.
4.7. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4.8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4.9. საბჭოს სხდომები ტარდება 3 თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით მოიწვევა საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.10.2018. მიმღები ორგანო — ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.131.016278.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.12.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“, №56, 31.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.131.016278 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4354711/