მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №73 |
|
2018 წლის 31 ოქტომბერი ქ. მცხეთა |
|
2. წესის მიზანია, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის (შემდგომში – ხმაური) დონის გაზომვისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.
ა) დაინტერესებული პირის განცხადება;
ბ) ზედამხედველობის სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი;
2. ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში (შემდგომში – შენობა) თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1მ-ისა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ-ის დაცილებით, იატაკიდან 1.2-1.5 მ-ის სიმაღლეზე.
3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება შენობას, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ-ის დაცილებით, მიწიდან 1.2-1.5 მ-ის სიმაღლეზე.
4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისგან არანაკლებ 0.5მ-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ.
5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა.
6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით:
ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30წმ-ის განმავლობაში არ იქნება 0,5დბ A-ზე ნაკლები;
ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წმ-ის განმავლობაში.
7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა.
8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა).
2. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწსებულების შენობაში ხმაურის დონე აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას.
3. თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვის ან ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება.
2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახური ადგილზე განიხილვას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომლის დროსაც ხელმძღვანელობს „საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ფორმის, აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყანებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მაისის №54 დადგენილების შესაბამისად.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისას ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავსებს ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №22 დადგენილების შესაბამისად.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში.