ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2021 წლის 16 ივნისი ქ. ვანი |
|
ა) აკუსტიკური ხმაური – ყველა სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობს ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად, ქმნის დისკომფორტს და შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე, ან მის სოციალურ მდგომარეობაზე;
ბ) ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას;
გ) L დღე – დღის ხმაურის მაჩვენებელი (დღე – 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, საღამო – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე);
დ) L ღამე – ღამის ხმაურის მაჩვენებელი (23:00 საათიდან 08:00 საათამდე);
ე) ბგერის დონე LAდბA – მუდმივი ხმაურის მახასიათებელი;
ვ) ბგერის ექვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის მახასიათებელი;
ზ) პიროტექნიკური ნაკეთობა --- პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის თავისუფალი გაყიდვა ნებადართულია და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად.
ა) დაინტერესებული პირის განცხადება;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი.
2. ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
1. ზედამხედველობის სამსახური საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში, შენობის სათავსოში და განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის დონის გაზომვას ახორციელებს ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლოატაციის ინსტრუქციას. 2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1მ.-ისა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ.-ის დაცილებით, იატაკიდან 1.2 – 1.5 მ.-ის სიმაღლეზე. 3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება შენობას, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ.-ის დაცილებით, მიწიდან 1.2 – 1.5 მ.-ის სიმაღლეზე. 4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისგან არანაკლებ 0.5 მ.-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ. 5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა. 6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით: ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წამის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები; ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წამის განმავლობაში. 7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა. 8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე, განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა).
|
2. თუ საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობებსა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ფიქსირდება, ან მოსალოდნელია ხმაურის მაჩვენებლის დასაშვები ნორმის გადამეტება, მაშინ ფიზიკურმა, ან იურიდიულმა პირმა, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ხმაური, უნდა უზრუნველყოს მომეტებული ხმაურის მაჩვენებლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.
3. ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).
2. თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვისა და ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან, ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება.
3. ამ წესის მოთხოვენები არ ვრცელდება:
ა) დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე;
ბ) საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე;
გ) საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე;
დ) დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე;
ვ) საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.
2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახური ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომლის დროსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
2. ვანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში.