იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №515 |
|
2018 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ქმედებების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
1. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება ენერგეტიკის დარგში არსებულ იმ პროექტებზე, რომლებიც „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს.
2. „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებისა და „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმებით ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული პროექტები განხორციელდეს ამავე აქტებით და/ან მემორანდუმებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თუ ეს საკითხები „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ამ წესისა და პირობების მიზანია ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან/და მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის (შემდგომში − სამინისტრო) წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების (შემდგომში – წესი) დადგენა. 2. პროექტის განხორციელების თაობაზე სამინისტროს წინადადების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა (შემდგომში − მთავრობა). 3. ამ წესის მიზანია პროექტის განხორციელების უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს პროექტის განხორციელების მიზნით მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს. 4. პროექტი ხორციელდება მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო საკითხს ამზადებს სამინისტრო. 5. სამინისტრო უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების თაობაზე საკითხის მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წინასწარ წარდგენა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროექტი – ენერგეტიკის დარგში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან/და მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ პროექტი, რომელიც „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს; ბ) მთავრობა – საქართველოს მთავრობა; გ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; დ) ელექტროსადგური – ჰიდრო, მზის, ქარისა და სხვა ელექტროსადგური; ე) პროექტის განმახორციელებელი პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელსაც, ამ წესის შესაბამისად, მთავრობასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება/მემორანდუმი; ვ) ხელშეკრულება/მემორანდუმი – პროექტის განხორციელების თაობაზე პროექტის განმახორციელებელ პირსა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ან/და მშენებლობას; ზ) საბანკო გარანტია – წინასამშენებლო გარანტია ან სამშენებლო გარანტია. მუხლი 3. პროექტის განხორციელების ორგანიზება 1. დაინტერესებული პირი სამინისტროს წარუდგენს განაცხადს წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სამინისტროს დასახელებას; ბ) განმცხადებლის შესახებ ინფორმაციას (დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს); გ) მოთხოვნას (მათ შორის, წინასწარ უარის თქმას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებაზე); დ) მოთხოვნას წარდგენილი დოკუმენტების კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ე) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ვ) განაცხადზე დართული საბუთების ნუსხას. 2. დაინტერესებულმა პირმა განაცხადს უნდა დაურთოს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინარე კვლევა (შემდგომში – წინარე კვლევა), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობასა და ძირითად პარამეტრებს; ბ) პოტენციური მშენებარე ობიექტის ტერიტორიის ტოპოგრაფიულ რუკას (მასშტაბი – 1:25000); გ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიურ მონაცემებს, გეოლოგიურ რუკას (ფონდური მასალის საფუძველზე); დ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმურ მონაცემებს, სეისმურ რუკას; ე) ჰიდროლოგიურ და მეტროლოგიურ მონაცემებს (საშუალო თვიურ მაჩვენებლებს), ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში – ქარის დაკვირვების მონაცემებს, ხოლო მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში – მზის დაკვირვების მონაცემებს; ვ) ენერგეტიკულ მოდელს (სავარაუდო გამომუშავების შესახებ); ზ) პირველად მონაცემებს გარემოზე ზემოქმედების შესახებ; თ) ქსელზე მიერთების სავარაუდო სქემასა და ქსელის შესაძლებლობას, მიიღოს გამომუშავებული ელექტროენერგია; ი) ინფორმაციას ინფრასტრუქტურის თაობაზე (არსებული და მშენებარე გზები, დატანილი უნდა იყოს ტოპორუკებზე, სავარაუდო მანძილების მითითებით); კ) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას; ლ) ეკონომიკურ ანგარიშს (პროექტის ეკონომიკური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის მოცულობას, ხანგრძლივობას, საკრედიტო განაკვეთს). 3. ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. მუხლი 4. წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამინისტრო ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნებთან. 2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას ან/და წარდგენილია მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარსადგენად სამინისტრო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. თუ პროექტის განმახორციელებელი პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო წარდგენილ განაცხადს დატოვებს განუხილველად. 3. დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარდგენილ წინადადებებს სამინისტრო განიხილავს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ისე, რომ განაცხადის განხილვის საერთო ვადა არ აღემატებოდეს 3 თვეს. 4. პროექტის განმახორციელებელი პირის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას ამ წესის მიხედვით წარდგენილი წინადადებების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობა. 5. სამინისტრო უფლებამოსილია, წარდგენილი წინადადების ცალკეული პარამეტრის შეფასების (ანალიზის) მიზნით მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციას და განახორციელოს შესაბამისი ქმედებები. 6. სამინისტრო, ამ წესით გათვალისწინებულ წინადადებას, რომელიც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 7. წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის იდება ხელშეკრულება/მემორანდუმი. 8. ამ წესის შესაბამისად, ერთი და იმავე ტერიტორიაზე ან/და ტერიტორიის ნაწილზე ქარის ან/და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ შესაძლებელია დაიდოს რამდენიმე ხელშეკრულება/მემორანდუმი, რის შესახებაც წერილობით ეცნობება ხელშეკრულების/მემორანდუმის ყველა მხარეს. 9. ხელშეკრულების/მემორანდუმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო. 10. ამ წესის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით აღებული ვალდებულებები შესრულებულად მიიჩნევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ვალდებულებების სრულად შესრულება. მუხლი 5. გარიგებათა გაფორმების წესი 1. მთავრობა დებს ხელშეკრულებას/მემორანდუმს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. 2. ხელშეკრულება/მემორანდუმი შეიძლება შედგებოდეს წინასამშენებლო ფაზისგან ან/და სამშენებლო ფაზისგან. 3. პროექტის განხორციელების უფლება პროექტის განმახორციელებელ პირს გადაეცემა ხელშეკრულების/მემორანდუმის გაფორმების მომენტიდან, თუ ამავე ხელშეკრულებით/მემორანდუმით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. ხელშეკრულების/მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტის არეალში მოქცეულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შესაბამისი უფლებების პროექტის განმახორციელებელი პირისათვის კანონმდებლობით დადგენილ წესით გადაცემას, რომელიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისათვის, იმ პირობით, რომ პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სრულად იქნება დაკმაყოფილებული საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით/მემორანდუმით დადგენილი მოთხოვნები და პირობები. 5. პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზი(ებ)ის ან ნებართვ(ებ)ის აღებაში მხარდაჭერას, იმ პირობით, თუ პროექტის განმახორციელებელი პირი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აკმაყოფილებს შესაბამის სალიცენზიო თუ სანებართვო პირობებს. მუხლი 6. ხელშეკრულებასთან/მემორანდუმთან დაკავშირებით წარსადგენი საბანკო გარანტიები 1. პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ხელშეკრულებით/მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღეზე მეტი, დადგენილი პირობებით ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ან/და ხელშეკრულების/ მემორანდუმის დადებამდე ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს წინასამშენებლო ან სამშენებლო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართვე-ლოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. ამასთან, საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 5 (ხუთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიაში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის წინასამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით, ხოლო სამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და ვადაში საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულება/მემორანდუმი წყდება, რის თაობაზეც სამინისტრო აცნობებს პროექტის განმახორციელებელ პირს. 4. ხელშეკრულებით/მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, გამოიწვევს დამრღვევი პროექტის განმახორციელებელი პირისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს წინასამშენებლო ან/და სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა – მთავრობის სახელით სამინისტრო უფლებამოსილია, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელი ოდენობის თანხა გამოითხოვოს საბანკო გარანტიიდან. საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, 30 კალენდარული დღის ვადაში შეავსოს საბანკო გარანტია. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პროექტის განმახორციელებელ პირზე დაკისრებული პირგასამტეხლოების ჯამი შეადგენს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების/მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის გამოთხოვა. 6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პროექტის განმახორციელებელ პირზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა გამოთხოვილია საბანკო გარანტიიდან და არ განხორციელდა 30 კალენდარულ დღეში საბანკო გარანტიის შევსება გამოთხოვილი თანხის ოდენობით, მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების/მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის გამოთხოვა. 7. მხოლოდ ქარის ან/და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის თაობაზე დადებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის განმახორციელებელი პირი შესაძლებელია, გათავისუფლდეს წინასამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან. მუხლი 7. პროექტის განმახორციელებელი პირის პასუხისმგებლობა 1. პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, დაიცვას ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია. 2. პროექტის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, პროექტის განხორციელების უფლება მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს ან ნებისმიერი ფორმით დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში აშენებული ელექტროსადგურების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულების/ მემორანდუმის მოქმედების პერიოდში პროექტის განხორციელების უფლების გასხვისების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, პროექტის განხორციელების უფლება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით. 4. ხელშეკრულების/მემორანდუმის მოქმედების პერიოდში პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ პროექტის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე პროექტის განმახორციელებელ პირთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 5. ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის (აუდიტორული დასკვნის) წარდგენის შემდეგ ინფორმაცია, სამინისტროს შეფასების შემდგომ, წარმოედგინება მთავრობას. 6. ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით/მემორანდუმით, ამ წესის შესაბამისად, ასევე სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე. 7. ხელშეკრულებით/მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მთავრობის მიერ განიხილება ხელშეკრულების/მემორანდუმის ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში, პროექტი და შესაბამისი ქონება (მათ შორის, პროექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრება) გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში. პროექტის განმახორციელებელ პირს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. მუხლი 8. პირობის შეცვლა/გაუქმება ან/და ხელშეკრულების/მემორანდუმის საფუძველზე დაკისრებული/ დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიება 1. პროექტის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, მემორანდუმით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების/მემორანდუმის საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს სამინისტროს, რომელიც საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად წარმოუდგენს მთავრობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის განმახორციელებელ პირს პროექტის განხორციელების პირობის შეცვლის/გაუქმების/პირგასამტეხლოს პატიების სანაცვლოდ შეიძლება მოეთხოვოს სათანადო ანაზღაურება ან/და სხვა პირობის შესრულება, რასაც განსაზღვრავს მთავრობა. |
იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“.
მუხლი 2 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ქმედებების განხორციელება.
მუხლი 3 |
1. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება ენერგეტიკის დარგში არსებულ იმ პროექტებზე, რომლებიც „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს.
2. „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებისა და „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმებით ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული პროექტები განხორციელდეს ამავე აქტებით და/ან მემორანდუმებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თუ ეს საკითხები „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს.
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ამ წესისადა პირობების მიზანია ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან/და მშენებლობის, ფლობისადა ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის (შემდგომში − სამინისტრო) წარდგენისა და განხილვის წესისადა პირობების (შემდგომში – წესი) დადგენა. 2. პროექტის განხორციელების თაობაზე სამინისტროს წინადადების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებსდა შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა (შემდგომში − მთავრობა). 3. ამ წესის მიზანია პროექტის განხორციელების უფლება გადაეცესიმ პირს, რომელიც ჯეროვნადდა კეთილსინდისიერად შეასრულებს პროექტის განხორციელების მიზნით მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს. 4. პროექტი ხორციელდება მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო საკითხს ამზადებს სამინისტრო. 5. სამინისტრო უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების თაობაზე საკითხის მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოსამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წინასწარ წარდგენა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებაამ წესში გამოყენებულ ტერმინებსამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროექტი – ენერგეტიკის დარგში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან/და მშენებლობის, ფლობისადა ოპერირების შესახებპროექტი, რომელიც „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ წარმოადგენს საჯაროდა კერძო თანამშრომლობის პროექტს; ბ) მთავრობა – საქართველოს მთავრობა; გ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტრო; დ) ელექტროსადგური – ჰიდრო, მზის, ქარისადა სხვა ელექტროსადგური; ე) პროექტის განმახორციელებელი პირი – ნებისმიერი ფიზიკურიან იურიდიული პირიან პირთა გაერთიანება, რომელსაც, ამ წესის შესაბამისად, მთავრობასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება/მემორანდუმი; ვ) ხელშეკრულება/მემორანდუმი – პროექტის განხორციელების თაობაზე პროექტის განმახორციელებელ პირსა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ან/და მშენებლობას; ზ) საბანკო გარანტია – წინასამშენებლო გარანტიაან სამშენებლო გარანტია. მუხლი 3. პროექტის განხორციელების ორგანიზება 1. დაინტერესებული პირი სამინისტროს წარუდგენს განაცხადს წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სამინისტროს დასახელებას; ბ) განმცხადებლის შესახებ ინფორმაციას (დასახელებასადა საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსადა ტელეფონის ნომერს); გ) მოთხოვნას (მათ შორის, წინასწარ უარის თქმას საჯაროდა კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებაზე); დ) მოთხოვნას წარდგენილი დოკუმენტების კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ე) განაცხადის წარდგენის თარიღსადა განმცხადებლის ხელმოწერას; ვ) განაცხადზე დართული საბუთების ნუსხას. 2. დაინტერესებულმა პირმა განაცხადს უნდა დაურთოს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინარე კვლევა (შემდგომში – წინარე კვლევა), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობასადა ძირითად პარამეტრებს; ბ) პოტენციური მშენებარე ობიექტის ტერიტორიის ტოპოგრაფიულ რუკას (მასშტაბი – 1:25000); გ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიურ მონაცემებს, გეოლოგიურ რუკას (ფონდური მასალის საფუძველზე); დ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმურ მონაცემებს, სეისმურ რუკას; ე) ჰიდროლოგიურდა მეტროლოგიურ მონაცემებს (საშუალო თვიურ მაჩვენებლებს), ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში – ქარის დაკვირვების მონაცემებს, ხოლო მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში – მზის დაკვირვების მონაცემებს; ვ) ენერგეტიკულ მოდელს (სავარაუდო გამომუშავების შესახებ); ზ) პირველად მონაცემებს გარემოზე ზემოქმედების შესახებ; თ) ქსელზე მიერთების სავარაუდო სქემასადა ქსელის შესაძლებლობას, მიიღოს გამომუშავებული ელექტროენერგია; ი) ინფორმაციას ინფრასტრუქტურის თაობაზე (არსებულიდა მშენებარე გზები, დატანილი უნდა იყოს ტოპორუკებზე, სავარაუდო მანძილების მითითებით); კ) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას; ლ) ეკონომიკურ ანგარიშს (პროექტის ეკონომიკური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის მოცულობას, ხანგრძლივობას, საკრედიტო განაკვეთს). 3. ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. მუხლი 4. წინადადებების განხილვადა გადაწყვეტილების მიღება 1. სამინისტრო ამოწმებს განაცხადისადა თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობასამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნებთან. 2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადიან თანდართული დოკუმენტებიარ შეიცავსამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას ან/და წარდგენილია მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარსადგენად სამინისტრო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. თუ პროექტის განმახორციელებელი პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო წარდგენილ განაცხადს დატოვებს განუხილველად. 3. დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარდგენილ წინადადებებს სამინისტრო განიხილავს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ისე, რომ განაცხადის განხილვის საერთო ვადა არ აღემატებოდეს 3 თვეს. 4. პროექტის განმახორციელებელი პირის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტრო ვალდებულია, დაიცვასამ წესის მიხედვით წარდგენილი წინადადებების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობა. 5. სამინისტრო უფლებამოსილია, წარდგენილი წინადადების ცალკეული პარამეტრის შეფასების (ანალიზის) მიზნით მიმართოს შესაბამის სახელმწიფოან კერძო ორგანიზაციასდა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები. 6. სამინისტრო, ამ წესით გათვალისწინებულ წინადადებას, რომელიც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობისადა ამ წესის მოთხოვნებს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 7. წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის იდება ხელშეკრულება/მემორანდუმი. 8. ამ წესის შესაბამისად, ერთიდა იმავე ტერიტორიაზე ან/და ტერიტორიის ნაწილზე ქარის ან/და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ შესაძლებელია დაიდოს რამდენიმე ხელშეკრულება/მემორანდუმი, რის შესახებაც წერილობით ეცნობება ხელშეკრულების/მემორანდუმის ყველა მხარეს. 9. ხელშეკრულების/მემორანდუმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო. 10. ამ წესის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით აღებული ვალდებულებები შესრულებულად მიიჩნევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ვალდებულებების სრულად შესრულება. მუხლი 5. გარიგებათა გაფორმების წესი 1. მთავრობა დებს ხელშეკრულებას/მემორანდუმს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. 2. ხელშეკრულება/მემორანდუმი შეიძლება შედგებოდეს წინასამშენებლო ფაზისგან ან/და სამშენებლო ფაზისგან. 3. პროექტის განხორციელების უფლება პროექტის განმახორციელებელ პირს გადაეცემა ხელშეკრულების/მემორანდუმის გაფორმების მომენტიდან, თუ ამავე ხელშეკრულებით/მემორანდუმით სხვარამ არ არის დადგენილი. 4. ხელშეკრულების/მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტის არეალში მოქცეულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შესაბამისი უფლებების პროექტის განმახორციელებელი პირისათვის კანონმდებლობით დადგენილ წესით გადაცემას, რომელიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისათვის, იმ პირობით, რომ პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სრულად იქნება დაკმაყოფილებული საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით/მემორანდუმით დადგენილი მოთხოვნებიდა პირობები. 5. პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზი(ებ)ისან ნებართვ(ებ)ის აღებაში მხარდაჭერას, იმ პირობით, თუ პროექტის განმახორციელებელი პირი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აკმაყოფილებს შესაბამის სალიცენზიოთუ სანებართვო პირობებს. მუხლი 6. ხელშეკრულებასთან/მემორანდუმთან დაკავშირებით წარსადგენი საბანკო გარანტიები 1. პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ხელშეკრულებით/მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიცარ უნდა იყოს გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღეზე მეტი, დადგენილი პირობებით ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ან/და ხელშეკრულების/ მემორანდუმის დადებამდეამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს წინასამშენებლო ან სამშენებლო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს ეკონომიკური თანამშრომლობისადა განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართვე-ლოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობაარ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. ამასთან, საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 5 (ხუთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიაში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის წინასამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარისან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით, ხოლო სამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურისან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურისან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში – ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარისან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერიმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითადა ვადაში საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულება/მემორანდუმი წყდება, რის თაობაზეც სამინისტრო აცნობებს პროექტის განმახორციელებელ პირს. 4. ხელშეკრულებით/მემორანდუმით დადგენილ ვადაშიდა პირობებით ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, გამოიწვევს დამრღვევი პროექტის განმახორციელებელი პირისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს წინასამშენებლო ან/და სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა – მთავრობის სახელით სამინისტრო უფლებამოსილია, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელი ოდენობის თანხა გამოითხოვოს საბანკო გარანტიიდან. საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, 30 კალენდარული დღის ვადაში შეავსოს საბანკო გარანტია. 5. იმ შემთხვევაში, თუამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პროექტის განმახორციელებელ პირზე დაკისრებული პირგასამტეხლოების ჯამი შეადგენს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების/მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის გამოთხოვა. 6. იმ შემთხვევაში, თუამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პროექტის განმახორციელებელ პირზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა გამოთხოვილია საბანკო გარანტიიდანდა არ განხორციელდა 30 კალენდარულ დღეში საბანკო გარანტიის შევსება გამოთხოვილი თანხის ოდენობით, მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების/მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის გამოთხოვა. 7. მხოლოდ ქარის ან/და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის თაობაზე დადებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის განმახორციელებელი პირი შესაძლებელია, გათავისუფლდეს წინასამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან. მუხლი 7. პროექტის განმახორციელებელი პირის პასუხისმგებლობა 1. პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, დაიცვას ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდა მათ შესრულებაზე სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია. 2. პროექტის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, პროექტის განხორციელების უფლება მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე სრულად ან ნაწილობრივ გადასცესან ნებისმიერი ფორმით დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში აშენებული ელექტროსადგურების მოვლა-პატრონობასადა დაცვაზე. 3. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულების/ მემორანდუმის მოქმედების პერიოდში პროექტის განხორციელების უფლების გასხვისების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, პროექტის განხორციელების უფლება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით. 4. ხელშეკრულების/მემორანდუმის მოქმედების პერიოდში პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ პროექტის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე პროექტის განმახორციელებელ პირთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 5. ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის (აუდიტორული დასკვნის) წარდგენის შემდეგ ინფორმაცია, სამინისტროს შეფასების შემდგომ, წარმოედგინება მთავრობას. 6. ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით/მემორანდუმით, ამ წესის შესაბამისად, ასევე სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე. 7. ხელშეკრულებით/მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მთავრობის მიერ განიხილება ხელშეკრულების/მემორანდუმის ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში, პროექტიდა შესაბამისი ქონება (მათ შორის, პროექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრება) გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში. პროექტის განმახორციელებელ პირსარ უნაზღაურდება გადახდილი თანხებიდა გაწეული დანახარჯები. მუხლი 8. პირობის შეცვლა/გაუქმება ან/და ხელშეკრულების/მემორანდუმის საფუძველზე დაკისრებული/ დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიება 1. პროექტის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, მემორანდუმით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების/მემორანდუმის საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს სამინისტროს, რომელიც საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად წარმოუდგენს მთავრობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის განმახორციელებელ პირს პროექტის განხორციელების პირობის შეცვლის/გაუქმების/პირგასამტეხლოს პატიების სანაცვლოდ შეიძლება მოეთხოვოს სათანადო ანაზღაურება ან/და სხვა პირობის შესრულება, რასაც განსაზღვრავს მთავრობა. |