საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 31.10.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54 54
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.130.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ცხამში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №54 54
2018 წლის 31 ოქტომბერი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში მდებარე გოგატიშვილების უბანს მიენიჭოს ძლევის უბნის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად (დანართი რუკა თან ერთვის).
მუხლი 2🔗. განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3🔗. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
მუხლი 5🔗. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 6🔗. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საჩხერის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი